Wednesday, December 19, 2012

                 ერთ-ერთი საოცნებო ქალაქი-ლონდონი

ლონდონი არის ინგლისის და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. ის გაშენებულია მდინარე ტემზაზე, ქალაქი ორი ათასწლეულის წინ დაარსეს რომაელებმა, რომლებმაც მას ლონდინიუმი უწოდეს. ძველი ლონდონის საზღვრები მოედნის გარშემო იყო გავრცელებული, მე-19 საუკუნის ბოლოს, კი სახელი ლონდონი მეტროპოლის განვითარებული მხარის გარშემო მიდამოებსაც შეეხო.
ლონდონი წამყავნი, გლობალური ქალაქია, თავისი ძლიერი ხელოვნებით, კომერციით, განათლებით, გართობით, მედიით, ჯანდაცვით, მოდით, ფინანსებით, პროფესიული მომსახურებით, კვლევა-განვითარებით, ტურიზმით და ტრანსპორტით. ლონდონი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიხედვით მე-5 უდიდესი ქალაქია.
ლონდონში 43 უნივერსიტეტია, რომლებშიც უდიდესი კონცენტრაციაა უმაღლეს განათლებაზე. ეს უნივერსიტეტები ევროპაში ცნობილია. ლონდონში არის ისეთი უძრავი ქონებები, რომელთა ფასი ყველაზე ძვირია მსოფლიოში. 2012 წელს ლონდონი უმასპინძლებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომლებიც 3-ჯერ ჩატარდება.
ლონდონში მრავალი ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ადამიანი ცხოვრობს და აქ 300-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. 2010 წლის მონაცემებით ლონდონში 7,825,200 ადამიანი ცხოვრობდა, რაც UK-ის მოსახლეობი 12.5%-ია.
ლონდონი შეიცავს 4 მსოფლიო მემკვიდრეობას. ესენია: ლონდონის კოშკი, Kew ბაღი, (რომელიც მოიცავს ვესტმინსტერის სასახლეს და ვესტმინტერის სააბატოს), წმინდა მარგარეტის ეკლესია და ცნობილი გრინვინჩის ობსერვატორია. სხვა ღირსშესანიშნაობებია: ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, Piccadilly Circus, წმინდა პავლეს ტაძარი, კოშკი ხიდი, ტრაფალგარის მოედანი და ვემბლის სტადიონი.
ლონდონი არის სახლი მუზეუმების, გალერიების, ბიბლიოთეკების, სპორტული ღონისძიებების და სხვა უამრავი კულტურული დაწესებულების, მათ შორის ბრიტანეთის მუზეუმის, ეროვნული გალერიის, ბრიტანული ბიბლიოთეკის, უიმბლდონის და 40 თეატრის. ლონდონის მეტროპოლიტენი უძველესი სარკინიგზო ქსელია მსოფლიოში და ყველაზე ვრცელი (შანხაის შემდეგ).
ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღისრშესანიშნაობაა ბიგ-ბენი. "ბიგ ბენი", სინამდვილეში, პარლამენტის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა სტეფანეს კოშკის 14-ტონიანი ზარის სახელია, მაგრამ დღეს ამ სახელით თვით კოშკს აღნიშნავენ. ამ 96-მეტრიანი ელეგანტური კოშკის მშენებლობა 1840 წელს დაიწყო და 1859 წელს დასრულდა. კოშკის თითოეულ კედელზე 6.8 მ სიამეტრის საათია დამონტაჟებული. ეს საათები ერთ დროს მსოფლიოში უდიდეს საათებად ითვლებოდა. ამ საათების მოკლე ისრების სიგრძე 4.5 მეტრია.

მდებარეობა და მოსახლეობა

  

ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში.ეს არის ბრიტანეთის ყველაზე დიდი და დასახლებული არეა _ მთავარი დასახლება 2 ათასწლეულის განმავლობაში, მისი ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსების დროს. ლონდონის გული არის სიტი, სადაც ბევრი რამ გვახსენებს შუა საუკუნეებს. სულ მცირე მე-19 საუკუნიდან ლონდონი ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებასაც. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი – 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა “დიდი ლონდონი”. ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ევროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი. ლონდონში 300 ენაზე მეტს ლაპარაკობენ. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია (მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ) მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი კი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი. ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო ქვეყანა: ინგლისი კოორდ.: 51°30′″N 0°7′″E შიდა დაყოფა: 33 ოლქი ქალაქის მერი: ბორის ჯონსონი წინა სახელები: ლონდონიუმ, ლიუნდენბურგი ფართობი: 1579 კმ² მოსახლეობა: 7 500 000 ადამიანი (2005) სიმჭიდროვე: 4 761 ად./კმ² აგლომერაცია: 8 278 251 ტელ. კოდი: +44 20
წყარო

ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით.მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა,რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი საიდანაც შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.
პირველი რომელიც შეიძლება აიღნიშნოს არის Westminster Abbey–იგი მოქმედი ეკლესიაა სადაც ყოველდღიურად ტარდება წირვები. 600 წლის განმავლობაში ეს არის აგდილი სადაც გვირგინს ადგავენ ინგლისის მეფეებსა და დედოფლებს და სადაც ასევე კრძალავენ მათ.ასე რომ ეს არის ადგილი მონარქების მეფედ კურთხევისა და დაკრძალვის ადგილი.მონასტერი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ძეგლს.ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია უცნობი ჯარისკაცის საფლავი,რომელიც გვახსენებს თითქმის მილიონი ბრიტანელი ჯარისკაცის გარდაცვალებას პირველი მსოფლიოს ომის დროს და ადგილი სადაც ბრინჯაოს სახელებითაა ამოტვიფრული მათი სახელები.
Piccadilly Circus არის პატარა სკვერი და მთავარი რის გამოც მას სტუმრობენ არის ეროსის ქანდაკება რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტში და რომელიც სიყვარულის ღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში.მოედანი ყოველთვის გადაჭედილია ახალგაზრდებით,რომლებიც ზოგჯერ უკრავენ და მღერიან ზაფხულობით.
Trafalgar Square-უკავშირდება Nelson-ის გამარჯვებას 1805 წელს.მოედნის ცენტრში არის 150 მეტრის სვეტი,რომლის წვერშიც არის ინგლისის უდიდესი გმირის Admiral Nelson-ის ქანდაკება,ხოლო სვეტის ძირში არის ოთხი ბრინჯაოს ლომი.ეს არის სკვერი,რომელიც პოპულარული შეხვედრის ადგილია როგორც ლონდონელებისთვის ასევე დამთვარიელებლებისთვისაც.მათ ასევე იზიდავს ულამაზესი შადრევნები და ათასობით მეგობრული მტრედები.სკვერის კუთხეში არის ეროვნული სურათების გალერეა სადაც არის უნიკალური კოლექცია ყველა ასაკის განსაკუთრებით კი თანამედროვე სურათების.შესვლა გალერეაში უფასოა.
The house of Parliament-მდებარეობა მდინარე ტემზას ნაპირებზე.იგი თარიღდება მე-XI საუკუნიდან ხოლო მისი განახლება მოხდა 1850 წელს.იგი აშენდა რათა შეცვლილიყო ძველი შენობა,რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა ხანძრით 1834 წელის 16 ოქტომბრის ღამეს.The house of Parliament-ის აღმოსავლეთ ნაწილში არის 100 მეტრის სიმაღლის კოშკი,რომელზედაც უზარმაზარი საათი მდებარეობს.იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია როგორც Big Ben-ი და დაყენებულია 1858 წელს.
The Tower of London-თარიღდება XI საუკუნიდან მოყოლებული მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებენ.სხვადასხვა დროს ის ხან იყო სამეფო სასახლე,ხან განძის შესანახი ადგილი და ხანაც ციხე.ბევრი მეფეები და დედოფლები იყვნენ დატყვევებულები აქ.1810 წლამდე იგი იყო სამეფო ზარაფხანა სადაც იჭრებიდა ფული.ის ერთხელ იარაღის შესანახი ადგილიცკი იყო და 300 წლის განმავლობაში აქ მდებარეობდა სამეფო ზოოპარკი.აქ შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირფასი ოქროს და სამკაულების კოლექციის ნახვა.
Buckingham Palace-არის ინგლისის დედოფლის ოფიციალური ლონდონის სახლი.სასახლის წინ არის Victoria-ს ქანდაკება,რომელიც სასახლის წინ დგას და გადაყურებს Mall-ს.Mall არის ფართო ქუჩა,რომელიც სასახლიდან უკავშირდება Trafalgar Square-ს.სწორედ აქ იკრიბებახალხი დედოფლის ჯირითის სანახავად განსაკუთრებულ სამეფო შემთხვებში.სწორედ ზემოთ ხსენებული სანახაობები ხდის ლონდონს ასეთ მიმზიდველს უცხოელებისთვის. 

Wednesday, December 12, 2012

    ისტორია

    ლონდონი - საწყისი დიდი ანგლო-საქსური ცივილიზაციისარომელიც დღეს პლანეტას მართავს, - რაკი კაცობრიობას ყველაზე სერიოზულიძლიერი და შთამბეჭდავი «პროექტი» შესთავაზა სამომავლო განვითარებისა.
მაგრამ თვით ამ ცივილიზაციის საწყისი სიმბოლომისი ტრანსცედენტული წერტილირომლის გარშემოც გრანდიოზული სამყარო ჩამოყალიბდა 1000 წლის განმავლობაში – აიეს ციხე-სიმაგრეალონდონის ტაუერი, რომელიც ინგლისელისთვის ისევე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და საკრალურია, როგორც რუსებისათვის  კრემლი, ან ებრაელისთვის  სოლომონის ტაძრის ნამუსრევი «გოდების კედელი».
ანგლო-საქსური ცივილიზაციას არა მხოლოდ მატერიალური «პრა-სიმბოლო» აქვს საწყისისა, არამედ, რაც ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღიც: ქრისტეშობიდან 1066 წელს, ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა (ვილჰელმმა) გადმოლახა სრუტე, დაიპყრო ინგლისი და საკუთარი ძალმოსილების განსამტკიცებლად (აგრეთვე დასადასტურებლად!) ბრძანა, თემზის ნაპირას იმ დროისათვის უძლიერესი სიმაგრის აგება.სიმაგრეს მაშინ ერთის მხრივ მდინარე ერტყმოდა, ხოლო მეორეს მხრივ  ჯერ კიდევ რომაელთა აგებული მძლავრი კედელი. აქ აიგო პირველი «თეთრი კოშკი». დიახ, სწორედ ასე ეწოდებოდა -white tower. ანგლოსაქსურ სემანტიკაში «თეთრი» ისეთივე ადგილს იკავებს, როგორც რუსებისთვის  წითელი.სწორედ «თეთრმა კოშკმა» მისცა შემდგომში საკუთარი სახელი მთელს კომპლექსს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჯერ თვით დაპყრობილ ქვეყანას როგორც მრისხანე სამეფო რეზიდენცია, შემდეგ კი - მსოფლიო იმპერიისა და ცივილიზაციის საწყისად იქცა, ვითარცა ძალაუფლების წყარო, ძალაუფლებისა და ხელისუფლების შემადუღაბებელი ფენომენი.მასში სიმაღლისაკენ თვისებრივი, გერმანიკული სწრაფვაც გამოიხატა. თითქოსდა რა არის 90 ფუტი (27,5 მეტრი)Empire State Building-თან შედარებით? მაგრამ ეს დღევანდელი თვალთახედვით  იმ დროს კი გრანდიოზულად აღიქმებოდა დაWhite Towerმე-19 საუკუნემდე დომინირებდა ლონდონში - წმინდა პავლეს საკათედრო ტაძართან ერთად.



ტაუერი მე16 საუკუნემდე სამეფო რეზიდენცია იყოშემდგომ აიგო ბუკინგემის სასახლესხვა სასახლეებიცმაგრამ ტაუერი იყოარის და მარად დარჩება ამ მართლაც დიადი ცივილიზაციის პრა-სიმბოლოდ და საწყისად.  სწორედ ამ კედლებში გამოკეტეს კენტერბერიელი მთავარეპისკოპოსი და პრემიერ-მინისტრი მრისხანე გლეხური აჯანყების დროსაქ გამოფინეს საჯაროდ ჰენრიხ VI-ის გვამი 1471 წელს მეფის მკვლელობის შემდეგაქ იქორწინა მარია ტიუდორმა ესპანეთის მეფე ფილიპეზეაქ ლოცულობდა ლედი ჯეინ გრეი («9 დღის დედოფალი») სიკვდილით დასჯამდე 1553 წელს;
აქეკლესიის საკურთხეველთანმთელი ღამის განმავლობაშიმუხლჩაუხრელად და თვალმოუხუჭავად უნდა მდგარიყვნენ წარჩინებულნი და მხოლოდ დილით თვით მეფე აკურთხებდა მათ ორდენის რაინდებადეს ტრადიცია ჩამოყალიბდა 1399 წლიდან და იარსება ჩარლზ II-ის აღსაყდრებამდერიჩარდ მესამეს ბრალად სდებენრომ სწორედ ამ ციხე-სიმაგრეში მოაკვლევინა მან პატარა პრინცები 1483 წელსაქ ინახება დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინი და სკიპტრა – 3000-მდე უძვირფასესი ქვითრომელთაგან უძველესია ისრომელსაც მეფე ჰენრიხ V ატარებდა აზენკურის ბრძოლაში – 1415 წელსინგლის-საფრანგეთის დიდი ომის დროსაგრეთვე 109 კარატიანილეგენდარული ალმასი «კოხინორი»; სამეფო სკიპტრაზე კი, - მსოფლიოში უდიდესი, 516,5 კარატიანი ალმასი.  ინგლისელი მუშები მრისხანე ტაუერის კედლებთანრას თამაშობენაბა რა კითხვაა – რა თქმა უნდა ფეხბურთსეს დიდებული თამაში ანგლო-საქსთა გენიამ შექმნა – მათმა წინაპრებმა.
 ეს უცნაური ნაგებობა ორიოდე ნაბიჯშია ტაუერიდან  დიდი ომი დასჭირდათ არქიტექტორებს, რათა მისი პროექტი დაემტკიცებინათ. ტრადიციითა და მენტალობით კონსერვატორ ინგლისელებს არ უყვართ, როდესაც რაიმე ნაგებობა მათი იდენტობის სიმბოლოს ჩრდილავს. სერ უინსტონ ჩერჩილი  პირსისხლიანი ურჩხულების: ლენინის, სტალინის, ჰიტლერის, ფრანკოს, მაოს საუკუნეში იგი ერთადერთი, სულითა და ხორცით, წარმოშობითა და რწმენით ლიბერალი პოლიტიკოსია, რომელმაც დამსახურებულად შეიძინა თიკუნი «დიდი».
სერ უინსტონ ჩერჩილი  სულისკვეთება და «მარილი» ინგლისური მიწისა».

                            წყარო