Wednesday, December 12, 2012

    ისტორია

    ლონდონი - საწყისი დიდი ანგლო-საქსური ცივილიზაციისარომელიც დღეს პლანეტას მართავს, - რაკი კაცობრიობას ყველაზე სერიოზულიძლიერი და შთამბეჭდავი «პროექტი» შესთავაზა სამომავლო განვითარებისა.
მაგრამ თვით ამ ცივილიზაციის საწყისი სიმბოლომისი ტრანსცედენტული წერტილირომლის გარშემოც გრანდიოზული სამყარო ჩამოყალიბდა 1000 წლის განმავლობაში – აიეს ციხე-სიმაგრეალონდონის ტაუერი, რომელიც ინგლისელისთვის ისევე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და საკრალურია, როგორც რუსებისათვის  კრემლი, ან ებრაელისთვის  სოლომონის ტაძრის ნამუსრევი «გოდების კედელი».
ანგლო-საქსური ცივილიზაციას არა მხოლოდ მატერიალური «პრა-სიმბოლო» აქვს საწყისისა, არამედ, რაც ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღიც: ქრისტეშობიდან 1066 წელს, ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა (ვილჰელმმა) გადმოლახა სრუტე, დაიპყრო ინგლისი და საკუთარი ძალმოსილების განსამტკიცებლად (აგრეთვე დასადასტურებლად!) ბრძანა, თემზის ნაპირას იმ დროისათვის უძლიერესი სიმაგრის აგება.სიმაგრეს მაშინ ერთის მხრივ მდინარე ერტყმოდა, ხოლო მეორეს მხრივ  ჯერ კიდევ რომაელთა აგებული მძლავრი კედელი. აქ აიგო პირველი «თეთრი კოშკი». დიახ, სწორედ ასე ეწოდებოდა -white tower. ანგლოსაქსურ სემანტიკაში «თეთრი» ისეთივე ადგილს იკავებს, როგორც რუსებისთვის  წითელი.სწორედ «თეთრმა კოშკმა» მისცა შემდგომში საკუთარი სახელი მთელს კომპლექსს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჯერ თვით დაპყრობილ ქვეყანას როგორც მრისხანე სამეფო რეზიდენცია, შემდეგ კი - მსოფლიო იმპერიისა და ცივილიზაციის საწყისად იქცა, ვითარცა ძალაუფლების წყარო, ძალაუფლებისა და ხელისუფლების შემადუღაბებელი ფენომენი.მასში სიმაღლისაკენ თვისებრივი, გერმანიკული სწრაფვაც გამოიხატა. თითქოსდა რა არის 90 ფუტი (27,5 მეტრი)Empire State Building-თან შედარებით? მაგრამ ეს დღევანდელი თვალთახედვით  იმ დროს კი გრანდიოზულად აღიქმებოდა დაWhite Towerმე-19 საუკუნემდე დომინირებდა ლონდონში - წმინდა პავლეს საკათედრო ტაძართან ერთად.



ტაუერი მე16 საუკუნემდე სამეფო რეზიდენცია იყოშემდგომ აიგო ბუკინგემის სასახლესხვა სასახლეებიცმაგრამ ტაუერი იყოარის და მარად დარჩება ამ მართლაც დიადი ცივილიზაციის პრა-სიმბოლოდ და საწყისად.  სწორედ ამ კედლებში გამოკეტეს კენტერბერიელი მთავარეპისკოპოსი და პრემიერ-მინისტრი მრისხანე გლეხური აჯანყების დროსაქ გამოფინეს საჯაროდ ჰენრიხ VI-ის გვამი 1471 წელს მეფის მკვლელობის შემდეგაქ იქორწინა მარია ტიუდორმა ესპანეთის მეფე ფილიპეზეაქ ლოცულობდა ლედი ჯეინ გრეი («9 დღის დედოფალი») სიკვდილით დასჯამდე 1553 წელს;
აქეკლესიის საკურთხეველთანმთელი ღამის განმავლობაშიმუხლჩაუხრელად და თვალმოუხუჭავად უნდა მდგარიყვნენ წარჩინებულნი და მხოლოდ დილით თვით მეფე აკურთხებდა მათ ორდენის რაინდებადეს ტრადიცია ჩამოყალიბდა 1399 წლიდან და იარსება ჩარლზ II-ის აღსაყდრებამდერიჩარდ მესამეს ბრალად სდებენრომ სწორედ ამ ციხე-სიმაგრეში მოაკვლევინა მან პატარა პრინცები 1483 წელსაქ ინახება დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინი და სკიპტრა – 3000-მდე უძვირფასესი ქვითრომელთაგან უძველესია ისრომელსაც მეფე ჰენრიხ V ატარებდა აზენკურის ბრძოლაში – 1415 წელსინგლის-საფრანგეთის დიდი ომის დროსაგრეთვე 109 კარატიანილეგენდარული ალმასი «კოხინორი»; სამეფო სკიპტრაზე კი, - მსოფლიოში უდიდესი, 516,5 კარატიანი ალმასი.  ინგლისელი მუშები მრისხანე ტაუერის კედლებთანრას თამაშობენაბა რა კითხვაა – რა თქმა უნდა ფეხბურთსეს დიდებული თამაში ანგლო-საქსთა გენიამ შექმნა – მათმა წინაპრებმა.
 ეს უცნაური ნაგებობა ორიოდე ნაბიჯშია ტაუერიდან  დიდი ომი დასჭირდათ არქიტექტორებს, რათა მისი პროექტი დაემტკიცებინათ. ტრადიციითა და მენტალობით კონსერვატორ ინგლისელებს არ უყვართ, როდესაც რაიმე ნაგებობა მათი იდენტობის სიმბოლოს ჩრდილავს. სერ უინსტონ ჩერჩილი  პირსისხლიანი ურჩხულების: ლენინის, სტალინის, ჰიტლერის, ფრანკოს, მაოს საუკუნეში იგი ერთადერთი, სულითა და ხორცით, წარმოშობითა და რწმენით ლიბერალი პოლიტიკოსია, რომელმაც დამსახურებულად შეიძინა თიკუნი «დიდი».
სერ უინსტონ ჩერჩილი  სულისკვეთება და «მარილი» ინგლისური მიწისა».

                            წყარო

No comments:

Post a Comment