Wednesday, December 19, 2012

                 ერთ-ერთი საოცნებო ქალაქი-ლონდონი

ლონდონი არის ინგლისის და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. ის გაშენებულია მდინარე ტემზაზე, ქალაქი ორი ათასწლეულის წინ დაარსეს რომაელებმა, რომლებმაც მას ლონდინიუმი უწოდეს. ძველი ლონდონის საზღვრები მოედნის გარშემო იყო გავრცელებული, მე-19 საუკუნის ბოლოს, კი სახელი ლონდონი მეტროპოლის განვითარებული მხარის გარშემო მიდამოებსაც შეეხო.
ლონდონი წამყავნი, გლობალური ქალაქია, თავისი ძლიერი ხელოვნებით, კომერციით, განათლებით, გართობით, მედიით, ჯანდაცვით, მოდით, ფინანსებით, პროფესიული მომსახურებით, კვლევა-განვითარებით, ტურიზმით და ტრანსპორტით. ლონდონი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიხედვით მე-5 უდიდესი ქალაქია.
ლონდონში 43 უნივერსიტეტია, რომლებშიც უდიდესი კონცენტრაციაა უმაღლეს განათლებაზე. ეს უნივერსიტეტები ევროპაში ცნობილია. ლონდონში არის ისეთი უძრავი ქონებები, რომელთა ფასი ყველაზე ძვირია მსოფლიოში. 2012 წელს ლონდონი უმასპინძლებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომლებიც 3-ჯერ ჩატარდება.
ლონდონში მრავალი ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ადამიანი ცხოვრობს და აქ 300-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. 2010 წლის მონაცემებით ლონდონში 7,825,200 ადამიანი ცხოვრობდა, რაც UK-ის მოსახლეობი 12.5%-ია.
ლონდონი შეიცავს 4 მსოფლიო მემკვიდრეობას. ესენია: ლონდონის კოშკი, Kew ბაღი, (რომელიც მოიცავს ვესტმინსტერის სასახლეს და ვესტმინტერის სააბატოს), წმინდა მარგარეტის ეკლესია და ცნობილი გრინვინჩის ობსერვატორია. სხვა ღირსშესანიშნაობებია: ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, Piccadilly Circus, წმინდა პავლეს ტაძარი, კოშკი ხიდი, ტრაფალგარის მოედანი და ვემბლის სტადიონი.
ლონდონი არის სახლი მუზეუმების, გალერიების, ბიბლიოთეკების, სპორტული ღონისძიებების და სხვა უამრავი კულტურული დაწესებულების, მათ შორის ბრიტანეთის მუზეუმის, ეროვნული გალერიის, ბრიტანული ბიბლიოთეკის, უიმბლდონის და 40 თეატრის. ლონდონის მეტროპოლიტენი უძველესი სარკინიგზო ქსელია მსოფლიოში და ყველაზე ვრცელი (შანხაის შემდეგ).
ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღისრშესანიშნაობაა ბიგ-ბენი. "ბიგ ბენი", სინამდვილეში, პარლამენტის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა სტეფანეს კოშკის 14-ტონიანი ზარის სახელია, მაგრამ დღეს ამ სახელით თვით კოშკს აღნიშნავენ. ამ 96-მეტრიანი ელეგანტური კოშკის მშენებლობა 1840 წელს დაიწყო და 1859 წელს დასრულდა. კოშკის თითოეულ კედელზე 6.8 მ სიამეტრის საათია დამონტაჟებული. ეს საათები ერთ დროს მსოფლიოში უდიდეს საათებად ითვლებოდა. ამ საათების მოკლე ისრების სიგრძე 4.5 მეტრია.

2 comments: