Wednesday, December 19, 2012


ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით.მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა,რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი საიდანაც შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.
პირველი რომელიც შეიძლება აიღნიშნოს არის Westminster Abbey–იგი მოქმედი ეკლესიაა სადაც ყოველდღიურად ტარდება წირვები. 600 წლის განმავლობაში ეს არის აგდილი სადაც გვირგინს ადგავენ ინგლისის მეფეებსა და დედოფლებს და სადაც ასევე კრძალავენ მათ.ასე რომ ეს არის ადგილი მონარქების მეფედ კურთხევისა და დაკრძალვის ადგილი.მონასტერი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ძეგლს.ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია უცნობი ჯარისკაცის საფლავი,რომელიც გვახსენებს თითქმის მილიონი ბრიტანელი ჯარისკაცის გარდაცვალებას პირველი მსოფლიოს ომის დროს და ადგილი სადაც ბრინჯაოს სახელებითაა ამოტვიფრული მათი სახელები.
Piccadilly Circus არის პატარა სკვერი და მთავარი რის გამოც მას სტუმრობენ არის ეროსის ქანდაკება რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტში და რომელიც სიყვარულის ღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში.მოედანი ყოველთვის გადაჭედილია ახალგაზრდებით,რომლებიც ზოგჯერ უკრავენ და მღერიან ზაფხულობით.
Trafalgar Square-უკავშირდება Nelson-ის გამარჯვებას 1805 წელს.მოედნის ცენტრში არის 150 მეტრის სვეტი,რომლის წვერშიც არის ინგლისის უდიდესი გმირის Admiral Nelson-ის ქანდაკება,ხოლო სვეტის ძირში არის ოთხი ბრინჯაოს ლომი.ეს არის სკვერი,რომელიც პოპულარული შეხვედრის ადგილია როგორც ლონდონელებისთვის ასევე დამთვარიელებლებისთვისაც.მათ ასევე იზიდავს ულამაზესი შადრევნები და ათასობით მეგობრული მტრედები.სკვერის კუთხეში არის ეროვნული სურათების გალერეა სადაც არის უნიკალური კოლექცია ყველა ასაკის განსაკუთრებით კი თანამედროვე სურათების.შესვლა გალერეაში უფასოა.
The house of Parliament-მდებარეობა მდინარე ტემზას ნაპირებზე.იგი თარიღდება მე-XI საუკუნიდან ხოლო მისი განახლება მოხდა 1850 წელს.იგი აშენდა რათა შეცვლილიყო ძველი შენობა,რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა ხანძრით 1834 წელის 16 ოქტომბრის ღამეს.The house of Parliament-ის აღმოსავლეთ ნაწილში არის 100 მეტრის სიმაღლის კოშკი,რომელზედაც უზარმაზარი საათი მდებარეობს.იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია როგორც Big Ben-ი და დაყენებულია 1858 წელს.
The Tower of London-თარიღდება XI საუკუნიდან მოყოლებული მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებენ.სხვადასხვა დროს ის ხან იყო სამეფო სასახლე,ხან განძის შესანახი ადგილი და ხანაც ციხე.ბევრი მეფეები და დედოფლები იყვნენ დატყვევებულები აქ.1810 წლამდე იგი იყო სამეფო ზარაფხანა სადაც იჭრებიდა ფული.ის ერთხელ იარაღის შესანახი ადგილიცკი იყო და 300 წლის განმავლობაში აქ მდებარეობდა სამეფო ზოოპარკი.აქ შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირფასი ოქროს და სამკაულების კოლექციის ნახვა.
Buckingham Palace-არის ინგლისის დედოფლის ოფიციალური ლონდონის სახლი.სასახლის წინ არის Victoria-ს ქანდაკება,რომელიც სასახლის წინ დგას და გადაყურებს Mall-ს.Mall არის ფართო ქუჩა,რომელიც სასახლიდან უკავშირდება Trafalgar Square-ს.სწორედ აქ იკრიბებახალხი დედოფლის ჯირითის სანახავად განსაკუთრებულ სამეფო შემთხვებში.სწორედ ზემოთ ხსენებული სანახაობები ხდის ლონდონს ასეთ მიმზიდველს უცხოელებისთვის. 

No comments:

Post a Comment